2020 წლის 22 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N39 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 151 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.280%, მაქსიმალური 8.450%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.300%.