ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას შეხვდა



საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში შეხვედრები დაიწყო. COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა, ძირითადად, ისაუბრეს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რომელსაც უნდა დაეყრდნოს 2021 წლის პოსტპანდემიური ბიუჯეტი.

როგორც ცნობილია, შემფასებელ მისიას, სექტემბერში წინ უსწრებდა სსფ-ის წარმომადგენელთა შეხვედრები მთავრობის წევრებთან, რომლის დროსაც მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. ასევე, ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა შენარჩუნდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი და მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

სსფ-ის მისია ვირტუალურ ფორმატში 2 კვირის განმავლობაში იმუშავებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 27იანვარი დღე თვე წელი
2021 26.01 01.01 01.01
  26.01 26.01
ნაშთი დასაწყისი : 2 340.02 311.4 2 311.4
შემოსულობები : 32.8990.9990.9
მ.შ გადასახადები :31.8724.0724.0
გადასახდელები : 95.11 024.61 024.6
ნაშთი ბოლოს : 2 277.7 2 277.72 277.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები


მოქალაქის გზამკვლევი
2021 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა