2020 წლის 20 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N43 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 66 050 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.750%, მაქსიმალური 8.850%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.775%.