იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის მოადგილეს, მასატაკა ობატას შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნა შეთანხმება „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებულ ტექსტზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, საქართველოს იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.

ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

კონვენცია ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა