საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია - საქართველოს ხელისუფლების დროულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები



საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები, - ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებულ პრესრელიზში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ნაბიჯები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ასევე, მისია მიუთითებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა.

სსფ-ის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით, 5.3%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ზრდას ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პროდუქტიულობას და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს.

სსფ-ის მისის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს. წინა, 5%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზად, ფონდის მიერ აღნიშნულია რეგიონული დაძაბულობა და პანდემიური მოვლენების გამძაფრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, მომავალში პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე.

პრესრელიზში ხაზგასმულია საბიუჯეტო პოლიტიკის მართებულობა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. შედეგად, 2020 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7 პროცენტზეა პროგნოზირებული. „2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აგრძელებს ეკონომიკური აქტივობის სათანადო მხარდაჭერას და ამასთან, ფისკალური კონსოლიდაციის საფუძველს ქმნის,“ - აღნიშნულია პრესრელიზში.

სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში.

სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, კვლავაც მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და წელსაც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიესალმება მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მონიტორინგის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს. განსაკუთრებით, აღნიშნავს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას, რომლის განხორციელებაც საჯარო სექტორისთვის შექმნის უფრო ეფექტურ პირობებს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

სსფ-ის მისია დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის. „ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას“, - წერს ფონდის მისია.

საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის პარტნიორს - საერთაშორისო სავალუტო ფონდს თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ქვეყანას როგორც პანდემიის შედეგების შემსუბუქების, ისე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა