ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ



ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვირტუალურ ფორმატში შეხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს. 

 

მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში ფონდის შემფასებელ მისიასთან  შეთანხმებული საკითხები.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პერიოდში, ასევე, 2021 წელს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე. 

 

ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და  წარმატება  უსურვა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში.

 

პოლ ჰილბერსის თქმით, მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას  სსფ-ს ხელმძღვანელობა და აღმასრულებელი საბჭო დეკემბერში განიხილავს და დამტკიცების შემდეგ საქართველოსთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდება  დაახლოებით, 112.1 მილიონი აშშ დოლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა