2021 წლის 12 იანვარს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0073 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 13 იანვარს.