იაპონიასთან ხელი მოეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას



29 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იმამურა აკირასთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში. ხაზი გაესვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება.

დღესვე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ” კონვენციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, იაპონიასთან საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.

შეთანხმება ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ, 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები გასული წლის ივნისში დაიწყო.

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ახალი სამართლებრივი დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

07მაისი დღე თვე წელი
2024 02.05 01.05 01.01
  02.05 02.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 854.82 046.5 1 577.3
შემოსულობები : 168.4
254.48 600.2
მ.შ გადასახადები :154.3
220.07 093.7
გადასახდელები : 160.9438.7
8 315.3
ნაშთი ბოლოს : 1 862.2 1 862.21 862.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა