ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა



საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ღონისძიებებზე, ხაზი გაუსვა რა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის დახმარება ჯანდაცვას სფეროში, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა დროულად ჰქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებს. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ადამიანური კაპიტალის სფეროში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დონორია. როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი რეფორმის წამოწყება, რომელშიც, შესაძლოა, ჩაერთონ სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც.

შეხვედრის დასასრულს, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი პარტნიორები კვლავ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  30ივნისი დღე თვე წელი
2025 27.06 01.06 01.01
  27.06 27.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 090.71 973.5 1 386.2
შემოსულობები : 138.8
1 947.813 081.7
მ.შ გადასახადები :112.4
1 563.710 449.0
გადასახდელები : 107.71 799.5
12 346.1
ნაშთი ბოლოს : 2 121.8 2 121.82 121.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა