ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა



მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა. 

მან ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, საშუალო და მცირე საწარმოების ხელშეწყობა, განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა - ეს ის მიმართულებებია, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 14აპრილი დღე თვე წელი
2021 13.04 01.04 01.01
  13.04 13.04
ნაშთი დასაწყისი : 686.22 721.4 2 311.4
შემოსულობები : 39.4330.74 670.4
მ.შ გადასახადები :35.8287.92 949.3
გადასახდელები : 33.22 359.76 289.3
ნაშთი ბოლოს : 692.5 692.5692.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები


მოქალაქის გზამკვლევი
2021 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა