ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ მიერ ევრობონდების გამოშვებით



საქართველოს პარლამენტში „მინისტრის ფორმატში“ სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა აპრილში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევრობონდების წარმატებით განთავსებაზე.

„ჩვენი გამოშვებისას დაფიქსირდა უპრეცედენტოდ დაბალი კუპონის განაკვეთი 2.75 პროცენტი, რაც 2.5-ჯერ ნაკლებია 2011 წლის გამოშვებასთან შედარებით. ხშირად გვსმენია, რომ დაბალი პროცენტი მხოლოდ მსოფლიოში არსებული დაბალი განაკვეთებით იყო განპირობებული. თუმცა, თუ შევადარებთ საპროცენტო განაკვეთის განსხვავებას ურისკოდ აღიარებულ ამერიკის სახაზინო ფასიან ქაღალდებთან, ეს მაჩვენებელიც 2011 წლის დონესთან შედარებით, თითქმის განახევრებულია. მინდა გითხრათ, თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს დაბალ განაკვეთს, როგორც ბიუჯეტისთვის, ისე კერძო სექტორისათვის. ევრობონდის ვადიანობის პერიოდში, ბიუჯეტი 350 მილიონი ლარით ნაკლებს გადაიხდის“, - აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ევრობონდების წარმატებული გამოშვება, ასევე ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ბენჩმარკს სხვა კორპორატიული გამომშვებებისთვის, რადგან მათ უფრო უიაფდებათ და უმარტივდებათ კაპიტალის მოზიდვა საერთაშორისო ბაზრებიდან.

„ასევე ეს იყო კიდევ ერთი ძალიან მაღალი ნდობის გამოცხადება საქართველოსათვის, ქვეყნის ეკონომიკისადმი, მისი მაკროეკონომიკური მმართველობისადმი. უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე 4-ჯერ მეტი იყო ჩვენს შეთავაზებაზე და თითქმის 2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, მოლაპარაკების პროცესში გამოიკვეთა უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი დაინტერესება ლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  30ივნისი დღე თვე წელი
2025 27.06 01.06 01.01
  27.06 27.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 090.71 973.5 1 386.2
შემოსულობები : 138.8
1 947.813 081.7
მ.შ გადასახადები :112.4
1 563.710 449.0
გადასახდელები : 107.71 799.5
12 346.1
ნაშთი ბოლოს : 2 121.8 2 121.82 121.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა