2021 წლის 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N25 აუქციონზე გაიყიდა 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 81 750 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.00%, მაქსიმალური 9.085%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.021%.