2021 წლის 14 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N28 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 41 250 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.240%, მაქსიმალური 9.240%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.240%.