საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა



დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020).

ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას, მათ საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე ორ ქვეყანას შორის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობას გამოსვლისას ხაზი გაუსვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, სანტიაგო ალონსო როდრიგესმა. 

დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსთვის 5.2 მლნ ევროს ოდენობით დამატებითი გრანტის გამოყოფას პროექტისათვის: „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო“. პროექტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 23.7 მლნ ევროს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის  მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და პროგრამები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა