ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ის მიმართულება, რომელიც განსაზღვრულია მომავალი წლის ბიუჯეტში



საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ის მიმართულება, რომელიც განსაზღვრულია მომავალი წლის ბიუჯეტში.

მისი თქმით, ესაა სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკის ხელშეწყობა, თავდაცვა და უსაფრთხოება. მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია განსაზღვრული განათლების მიმართულებით, როგორც ადმინისტრაციულ, ისე ინფრასტრუქტურის ნაწილში, რომელშიც გათვალისწინებულია ახალი სკოლების მშენებლობა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სიახლეა ის, რომ მომავალ წელს, საჯარო სექტორში დაგეგმილია ხელფასების 10%-იანი ზრდა.

2022 წელს პროგნოზირებულია 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი - 5,5 პროცენტი იქნება.

ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მიზანია, 2024 წლისთვის მთავრობის ვალი ჩამოსცდეს მშპ-ს 50 პროცენტს.

„ამ მაჩვენებლის მისაღწევად, ჩვენ 2022 წელს დეფიციტი 4.2, ხოლო 2023 წელს 3 პროცენტის დონეზე გვაქვს დაგეგმილი. დეფიციტის ამგვარი შემცირების შედეგად, 2023 წლიდან კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 7 პროცენტამდე მცირდება. კაპიტალური ხარჯების ეს დონე, დაახლოებით, 1 პროცენტით ნაკლებია ჩვენი ბოლო რამდენიმე წლის მაჩვენებელზე. კაპიტალური ხარჯების ეს დანაკლისი ჩვენ ერთი მხრივ, უნდა დავაკომპენსიროთ უკეთესი პრიორიტეტების გამოკვეთით და დავაფინანსოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტები, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა დამატებით არადეფიციტური რესურსის მოძიებაზე“, - აღნიშნა მან.

2022 წელს, ფისკალური კონსოლიდაციის პირობებში, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური რესურსი 20 მილიარდ 640 მილიონ ლარამდეა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, ფისკალური კონსოლიდაციის პარალელურად, აუცილებელია შეუფერხებლად დაფინანსდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო ვალდებულებაა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების დაფინანსებაზე მიიმართება 4 მილიარდ 553 მილიონი ლარი; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 871 მილიონ ლარს;
განათლებისა და მეცნიერების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 358 მილიონი ლარი. ამავე მიმართულებით მუნიციპალიტეტები დახარჯავენ, დაახლოებით, 250 მილიონ ლარს;
ეკონომიკის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია 561 მილიონი ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი, რაც რეკორდულად მაღალი მოცულობაა და შეადგენს მშპ-ს 9.1%
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილია 2 მილიარდ 99 მილიონი ლარი;
გარემოსდაცვითი პროგრამების დასაფინანსებლად - 68 მილიონი ლარი;
სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება შეადგენს 173 მილიონ ლარს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში ძირითადად აისახა განხილვების დროს გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები.

მან კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საბიუჯეტო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ 2022 წელს ქვეყანა სრულად შეძლებს აღიდგინოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი და შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 5მაისი დღე თვე წელი
2025 02.05 01.05 01.01
  02.05 02.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 447.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 73.7
138.88 830.7
მ.შ გადასახადები :69.0
122.67 213.6
გადასახდელები : 43.4280.6
8 739.6
ნაშთი ბოლოს : 1 477.4 1 477.41 477.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა