ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2021 წელს 100%-ს გადააჭარბა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობების შესრულებამ



100%-ს გადააჭარბა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობების შესრულებამ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს ბიუჯეტში ორჯერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მილიარდ 226 მილიონი ლარით გაიზარდა.

მისი თქმით, დაზუსტებული გეგმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა იყო 13 მილიარდ 271 მილიონი ლარი, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 13 მილიარდ 380 მილიონი ლარი შეადგინა.

„დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით, გადაჭარბებამ 109 მილიონი ლარი, ხოლო თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით მილიარდ 335 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად, ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 100 მილიონი ლარით აღემატება რეფორმის დაწყებამდე ბოლო 11 წლის განმავლობაში ჯამურად დაბრუნებულ მაჩვენებელს,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 15 მილიარდ 142 მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,4%-ია, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 20 მილიარდ 950 მილიონი ლარი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,7%-ია, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებამ 12 მილიარდ 750 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,6%-ია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 18 მილიარდ 369 მილიონ ლარს გადააჭარბა და შესრულების მაჩვენებელმა 101,5% შეადგინა.

მისი თქმით, მსგავსი პარამეტრების მიღწევა ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირების შედეგია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  03ივლისი დღე თვე წელი
2025 02.07 01.07 01.01
  02.07 02.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 883.61 984.7 1 386.2
შემოსულობები : 32.2
105.413 446.2
მ.შ გადასახადები :27.2
87.310 621.7
გადასახდელები : 24.4198.8
12 941.0
ნაშთი ბოლოს : 1 891.3 1 891.31 891.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა