2022 წლის 11 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N3 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 47 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.990%, მაქსიმალური 10.100%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.007%.