ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კარიერა

მოხელის კარიერული განვითარება და კარიერის პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ მიზანს. კარიერის მართვის მოდელზე გადასვლა წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესის მთავარ ამოცანას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროფესიონალი ადამიანური რესურსის შენარჩუნება საჯარო სამსახურის სისტემაში, მათი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს დაფასება და კარიერული განვითარების დაგეგმვა.

2021 წელს კარიერულად განვითარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 5 თანამშრომელი, მათ შორის, 2 - ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

2022 წელს კარიერულად განვითარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 36 თანამშრომელი, მათ შორის, 13 - ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

2023 წელს კარიერულად განვითარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 8 თანამშრომელი, მათ შორის, 1 - ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

2021 წლის სამუშაოს შეფასების შედეგების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 151 მოხელეს მიენიჭა მოხელის პირველი კლასი, 2 მოხელეს - მე-5 კლასი, ხოლო ერთს - მე-6 კლასი;

2022 წლის სამუშაოს შეფასების შედეგების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 14 მოხელეს მიენიჭა მოხელის პირველი კლასი;

2023 წლის სამუშაოს შეფასების შედეგების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 4 მოხელეს მიენიჭა მოხელის პირველი კლასი, 13 მოხელეს - მე-2 კლასი, 2 მოხელეს - მე-6 კლასი, ხოლო 1 მოხელეს - მე-7 კლასი.

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები