ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა

საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა

საქართველოს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ფორმირება, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი საგადასახადო გარემოს შექმნა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა.

ვებ-გვერდზე განთავსებულია საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე გამოცემული საჯარო გადაწყვეტილებები, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებები და ინფორმაცია საგადასახადო სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებით შესაბამისობაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ფარგლებში 2019 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც მიახლოებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის (EU) No 952/2013 რეგულაციისა და 2009 წლის 16 ნოემბრის საბჭოს (EC) N1186/2009 საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე ევროკავშირის სისტემის შექმნის შესახებ რეგულაციის დებულებებთან. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. 2020 წლიდან ამოქმედდა საგადასახადო კოდექსის ახალი კარი, რომლითაც დღგ-ის მარეგულირებელი დებულებები დაუახლოვდა დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ 2006 წლის 28 ნოემბრის საბჭოს 2006/112/EC დირექტივას.

2011 წლიდან საქართველო არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი, ხოლო 2016 წლიდან - OECD/G20-ის დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის ინკლუზიური პლატფორმის ასოცირებული წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ხსენებულ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

2021 წლის 8 ოქტომბერს საქართველო ასევე მიუერთდა დეკლარაციას ციფრული ეკონომიკიდან წარმოქმნილ საგადასახადო გამოწვევებთან გამკლავების მიზნით შემუშავებული ორსვეტიანი გეგმის შესახებ.

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები