ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაკროეკონომიკური პოლიტიკა

მაკროეკონომიკური პოლიტიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია საშუალო ვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზები, ანალიტიკური ინფორმაცია მაკროეკონომიკური განვითარებისა და ტენდენციების შესახებ და სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემები.

2010 წლის 17 მაისიდან, საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის წევრი. აღნიშნული სტანდარტის ფარგლებში სამინისტროს ევალება სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მონაცემების წარმოება და გავრცელება. საერთაშორისო სტანდარტით მომზადებული ფისკალური მონაცემები იგზავნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლებიც თავის მხრივ აქვეყნებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ სხვა ქვეყნების მონაცემებთან ერთად.

ზემოაღნიშნული ვებ-გვერდის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი აერთიანებს მაკროეკონომიკურ ანალიზს, ინფორმაციას საგადასახადო დანახარჯების შესახებ, საშუალო ვადიან პროგნოზებს, პუბლიკაციებს, ფისკალური რისკების ანალიზსა და სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ ინფორმაციას.

სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მონაცემები კი განთავსებულია მთავარი მენიუს სექციაში: GFS მონაცემები.

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები