ორგანიზაციული კულტურა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ორგანიზაციული კულტურა წარმოადგენს საერთო ღირებულებების და პრაქტიკის ერთობლიობას, რომელიც აყალიბებს თანამშრომლების ქცევას და ურთიერთდამოკიდებულებებს ორგანიზაციის შიგნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზაციული კულტურის მახასიათებელია თანამშრომლებზე ზრუნვა, ურთიერთპატივისცემა, გუნდური გარემოს გაძლიერება, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.
სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სოციალურ თუ გუნდური შეჭიდულობის ღონისძიებებში, როგორებიცაა: სისხლის უანგარო დონაცია, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება, გაშვილების რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარი ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება, ინტელექტუალური, სპორტული თუ საახალწლო აქტივობები. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს თანამშრომელთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ნდობის გაღრმავებას, მოტივაციის და პასუხისმგებლობის გაზრდას, ავითარებს ლიდერობის უნარებს, აუმჯობესებს და აძლიერებს თანამშრომლებს შორის ურთიერთობებს, ეხმარება თანამშრომლებს სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებაში, საკუთარი თავისა და კოლეგების უკეთ შეცნობაში.