შემოსავლების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;
ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას;
მონაწილეობს სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;
განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;
თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;
იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას;
ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
სსიპ შემოსავლების სამსახური
- შემოსავლების სამსახურის უფროსი
- სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
- სამსახურის უფროსის მოადგილეები
- აუდიტის დეპარტამენტი
- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
- მომსახურების დეპარტამენტი
- სერვის ცენტრები (16)
- ფინანსური დეპარტამენტი
- პროფესიული ეთიკისა და მონიტორინგის დეპარტამენტი
- ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი
- დავების დეპარტამენტი
- საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი
- შიდა აუდიტის დეპარტამენტი
- რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტი
- საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი
- ანალიტიკური დეპარტამენტი
- სამსახურის უფროსის სამდივნო
- მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- იურიდიული დეპარტამენტი
- საბაჟო დეპარტამენტი
- საბაჟო გამშვები პუნქტები (20)
- გაფორმების ეკონომიკური ზონები (5)